რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, დაზიანდა შენობები და ავტომობილები

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, კურსკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ბელგოროდის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და აზოვის ზღვის თავზე 40 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აზოვის ზღვის თავზე – 10, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში – ოთხ-ოთხი დრონი, ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე – სამი დრონი, კრასნოდარის მხარეში – ორი, ბელგოროდის ოლქში – ერთი.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები როსტოვის ოლქში მასიურ საჰაერო თავდასხმას იგერიებდნენ. მისი თქმით, არავინ დაშავებულა, თუმცა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში დაზიანდა შენობები და ავტომობილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას