ევროპის ქვეყნებმა 2024 წელს რუსეთიდან რეკორდული მოცულობის გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელეს – Guardian

2024 წელს ევროპულმა პორტებმა მიიღეს 17,8 მილიონი ტონა რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზი, რაც 2 მილიონი ტონით მეტია, ვიდრე 2023 წელს, წერს Guardian-ი დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ Rystad Energy-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
მარაგების გაზრდილი მოცულობის შედეგად, რუსეთმა გადაასწრო კატარს და -ის შემდეგ გათხევადებული ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა ევროპაში.

კომპანიის ანალიტიკოსმა იან-ერიკ ფენრიხმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს რუსეთიდან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ნაკადი არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ “რეკორდულ მოცულობას მიაღწია.” მისი თქმით, თხევადი გაზის ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყიდება.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევით ცენტრს (CREA) მსგავსი ციფრები მოჰყავს. ცენტრის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული გათხევადებული ბუნებრივი არის მოცულობამ 17,5 მილიონი ტონა შეადგინა.
გასული წლის იანვარში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები შეეხება ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადაზიდვის მომსახურებას გემიდან გემზე ან გემიდან ნაპირზე, და არ შეეხო იმპორტსა და რეექსპორტს მესამე ქვეყნებში ევროკავშირის გავლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?