კაია კალასი: EU მზად არის, გახდეს უკრაინის მთავარი დამხმარე, თუ აშშ-ს ამის სურვილი აღარ ექნება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რამშტაინის შეხვედრაზე თქვა, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინის მთავარი დამხმარე გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ -ის ახალ ადმინისტრაციას ამის სურვილი აღარ ექნება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი, იმედია, აშშ-ც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის დახმარება. […] ევროკავშირი მზად არის, გადაიბაროს ლიდერობა, თუ აშშ-ს ამის სურვილი აღარ ექნება. ამერიკის ინტერესში არ შედის, რომ მსოფლიოში მთავარი ძალა იყოს” – თქვა კალასმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, საპრეზიდენტო კამპანიის მანძილზე ხშირად იმეორებდა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა.

7 იანვრის პრესკონფერენციაზე ტრამპმა ში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახლა გაცილებით გართულდა, მაგრამ მომავალში შესაძლოა უფრო გამწვავდეს  და “შეიძლება ბევრად უარესი გახდეს, ვიდრე ახლა არის”.

ამასთანავე, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.