აი თქვენ კი, რუსულ ოჯახში გაზრდილ-აღზრდილნო, 90-იანებიდან მოყოლებული რუსული ფულით რომ არსებობთ,ზოგი მშობლით,ზოგი ქმრით და ზოგიც შვილით, გაჩუმდით, გაისუსეთ – ქეთი წიქვაძე
მსახიობი ქეთი წიქვაძე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება.
“მაინც რამხელა მნიშვნელობა აქვს ვინ გგმოძღვრავს, ვინ გაძლევს მითითებებს,ვინ გასწავლის ჭკუას და ვინ გიქნევს თითებს..
თვეებია ვაკვირდები პროცესებს,შეამჩნევდით რომ ჩუმად ვარ..
რატომ არ ვდგავარ აქტიურად და რატომ არ ვყვირი ჩემს სათქმელს?
ეს ჩემი პირადი პრობლემაა და ამისთვის მხოლოდ მე მოვთხოვ საკუთარ თავს პასუხს,არავის აქვს უფლება ჩამერიოს და ცხვირი ჩამიყოს ჩემს გადაწყვეტილებებში!
რატომ?-იმიტომ რომ მე ჩემი მორალით ვცხოვრობ და ამით არავის ვაზიანებ.
ამაზე მხოლოდ მე ვიღებ პასუხისმგებლობას და არა თქვენ!
აი თქვენ კი:
რუსულ ოჯახში გაზრდილ-აღზრდილნო, 90-იანებიდან მოყოლებული რუსული ფულით რომ არსებობთ,ზოგი მშობლით,ზოგი ქმრით და ზოგიც შვილით, რუსეთში პროდუქციის გამტან-შემომტანებო, ქოლცენტრებით გამდიდრებულებო,რუსებზე გათხოვილ/დაქორწინებულებო, სხვის უბედურებაზე გაბედნიერებულებო,ხალხის უსახლკაროდ დამტოვებლებო, 2008ში რუსეთში კონცერტების ჩამტარებლებო, რუსეთთან სამ დღიანი წაგებული ომის რუსთაველზე მოზეიმეებო, რუს მეგობრიანებო, რუსულ გემოვნებაზე სახლების გამრემონტებელ/მიმყიდველ/მიმქირავებლებო, რუსების გემოვნებაზე მორგებულო ფსევდო-“ხელოვანებო”, დროებითი ხელფასის გამო ოჯახის წევრებზე აუგის მთქმელნო,ძველი ბიჭების მეგობრებო და ნათესავებო, მხოლოდ შარშანწინ რომ გახდა რუსეთი ოკუპანტი და მაინც რომ ვერ ასრულებთ ამ ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო,
აი თქვენ გაჩუმდით! გაისუსეთ!
რომელ პატრიოტიზმზე მელაპარაკებით?
თქვენ ის ხალხი ხართ, ვისი წინაპრებიც ხალხს ხვრეტდნენ და ამაზე ხელს აწერდნენ!
თუმცა შვილებს და შვილიშვილებს ამაზე პასუხი არავინ გაგებინათ და მე ეს ყოველთვის მომწონდა, იმიტომ, რომ ადამიანობაზე მაქვს პრეტენზია!
თუმცა, სწორი როგორ იქნებოდა, ამაში დღეს უკვე ეჭვი შევიტანე,იქნებ ყველაფერს თავის სახელი დაერქმეოდა და დღეს ამდენი ვეღარ გაგებედათ! აი თქვენ გაჩუმდით!
გაისუსეთ!
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მყავს აქ, მეგობრებში, ამიტომ გამგონი კარგად გაიგებს, ვის რომელი წინადადება შეესაბამება და ამ ყველაფრის წაკითხვის დროს წესით ნამუსმაც უნდა შეაწუხოთ, თუკი ადამიანობა შერჩათ, თუმცა არ ვიცი,შეიძლება ეგ ნამუსიც სადღაც დატოვეს და ამნეზია დაიმართეს..
მე სამტკიცებელი არავისთან არაფერი მაქვს, რადგან ჩემი ნამუსი სუფთაა!
6 წლის ასაკიდან გვასწავლიდნენ სკოლაში რუსულს და იმ ასაკიდან მქონდა პროტესტი და რუსული ენაც არ ვისწავლე,რუსეთში ნამყოფიც არ ვარ და ჩემ ცხოვრებაში ერთი ლარი არ დამიხარჯავს რუსული!
როცა ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის წევრი იყო, ჩემი ოჯახი ყოველთვის ებრძოდა რუსეთს, ყოველთვის იცავდა საკუთარ ქვეყანას და მის იმიჯზე ზრუნავდა და ამას ყოველთვის სიამაყით ვიტყვი ხმამაღლა! (ბევრი დოკუმენტური მასალა არსებობს ამის და ზედმეტად ნუ შეიწუხებთ თავს შეურაცხყოფისგან)
თუმცა, თქვენ და თქვენნაირები მაგ ხალხს წითელ ინტელიგენციად ნათლავდით და ბოლოს სულ ცოტა ხნით გაბედნიერდით, 2003წლიდან მათი “ჩარეცხვით”, მაგრამ ვერ მოგართვით, ის ხალხი რამდენიც არ უნდა რეცხოთ, ვერ ჩარეცხავთ,რადგან მათ შექმნეს ეპოქა, კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება,მწერლობა,რომელსაც ვერ წაშლით!
ახლა ის დამრჩენია გირჩიოთ,ხშირად დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო, ჩაიხედოთ თქვენს გულებში, ოჯახებში, თქვენს წარსულში და თქვენს ანგარიშებში!
ყველას ყველაფერი იმაზე კარგად გვახსოვს, ვიდრე თქვენ გგონიათ. უკვე გაცვეთილია ეს ფრაზა, მაგრამ მაინც განვმეორდები!
ევროპული ღირებულება არ არის ადამიანების ზიზღი, ბოროტება, რელიგიაზე ღლიცინი, ჩაგვრა, დამუნათება, საკუთარი აზრის გამოხატვის ჩახშობა …ამას მაშინ აკეთებდნენ, ხალხს რომ ციმბირში ასახლებდნენ და ხვრეტდნენ.
თქვენნაირ ხალხს კი ეს მოსწონდა მაშინაც და ახლა თქვენც მოგეწონებოდათ, თუმცა დრო შეიცვალა და ამას ვერ ეღირსებით!
ვისაც ეს არ გეხებათ და გულწრფელი პატრიოტიზმით იბრძვით, დიდი პატივისცემა ჩემგან, ახალგაზრდებსაც და ასაკოვანებსაც, ამას ხაზს ვუსვამ,რადგან მხოლოდ ჯენზი არ მიმაჩნია ამ ქვეყნის ბედის გადამწყვეტად, დიდ ადამიანებსაც მოეკითხებათ ჭკუა და ეს ქვეყანა იმისია, ვისაც აქამდე უცხოვრია და ცხოვრობს ამ ქვეყანაში!
თქვენ გაქვთ ბრძოლის უფლებაც ,პროტესტის უფლებაც, არჩევანის უფლებაც, უბრალოდ, იცოდეთ ვის გვერდით დადგეთ და განასხვავეთ ნამდვილი პატრიოტები, გამყიდველი,საკუთარ ჯიბეებზე ორიენტირებული, ორმაგი და სამმაგი სტანდარტით მოცული, ქვეყნის მოღალატე ფარისევლებისგან!
ადრე თუ “ნაცების” გვერდით დგომა ტეხავდა,დღეს ორმაგად ტეხავს ასეთი ადამიანების გვერდით დგომა,რომლებიც მრავლად არიან!
მე ვიცი რამხელა ემოციაა აქციაზე დგომა, პროტესტი და მომავლის იმედი, იქ გგონია, რომ ყველა შენი თანამოაზრეა, ყველა შენიანია,მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის და როცა იაზრებ, უკვე გვიანია.
ნაცები კი არა,ზუსტად ეს ადამიანები იყენებენ თქვენს პატრიოტიზმს,მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის!
თქვენი და მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ დადისტანცირდით მათგან,გზის მეორე მხარეს გადადით და ისე იბრძოლეთ.
ღირსეულ ბრძოლასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება,რომ გამარჯვებულზე ამ ხროვასთან ერთად არ დარჩე და შემდეგ უკვე მათ წინააღმდეგ არ მოგიწიოს ახალი ბრძოლა!
გაუმარჯოს საქართველოს, თავისი სწორი ევროპული ღირებულებებით!
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს უმაგრეს და ულამაზეს ქვეყანას შეეფერება და არასდროს არავის მონა არ გახდება..
სამწუხაროდ, ვხედავთ იმ რეალობას,რომ მეგობარი მეგობარს წირავს,ოჯახის ერთი წევრი მეორეს ფეხს უდებს..
მაგრამ მჯერა, რომ ქვეყნის გულწრფელი სიყვარული, ერთგულება და გონიერება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას
ყველაფერი დალაგდება და საქართველო გაბრწყინდება!
P.S – მაგრამ, აი თქვენ, გაჩუმდით! გაისუსეთ!”- წერს ქეთი წიქვაძე.
შეგახსენებთ, ქეთი წიქვაძე რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია.