“კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს – დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს” – იტალიური მედია

როგორც ჩანს, ს „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლა მართლაც ახლოვდება. AreaNapoli-ს მტკიცებით, პარიზული კლუბი ჩქარობს, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს და ქართველთან კონტრაქტის გაფორმებას ამ უქმეებზე იმედოვნებს. ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე თანახმაა.
Sportitalia წერს, რომ „ნაპოლის“ შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში 120 მილიონ ევროდ გაეყიდა და ახლა 80-85 მილიონს აიღებს.
რადიო Marte-ს წამყვანმა ჯანლუკა გიფუნიმ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ტრანსფერში 90 მილიონს მოითხოვს, კვარაცხელიას გასხვისება აუცილებელია, სხვა წინადადებებს არ უნდა დაელოდონ, რადგან შეიძლება მისი
ფასი დაეცეს, ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი გულშემატკივრები არ არიან და ვინაიდან ამ დღეებში „პარი სენ ჟერმენში“ გადავა, „ვერონასთან“, ალბათ, არ ითამაშებს.
საფეხბურთო მიმომხილველის, ენრიკო ფედელეს აზრით, თუ „პრი სენ ჟერმენი“ ამხელა თანხას ნამდვილად გადაიხდის, დე ლაურენტისი უნდა დათანხმდეს და ტრანსფერი ყოველგვარი ტრანშების, გაცვლების და იჯარის გარეშეა განსახორციელებელი.
„რეპუბლიკას“ მტკიცებით, დე ლაურენტისი „კვარას“ 90 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა და თუ პარიზული კლუბი არ დათანხმდა, ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდება.