რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
9 აპრილის მემორიალთან დემონსტრანტებმა აქციის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, ადგილზე განლაგებული საპოლიციო კორდონი კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
პარლამენტის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა.
უწყვეტი პროტესტის 43-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?