“მუშახელის დეფიციტის გამო, თბილისში 24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება” – ბიზნესი

“მომრავლდა შემთხვევები, რომ 24-საათიანი ობიექტები იხურება”, – ამის შესახებ “რიტეილ ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო ქაშაკაშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი კადრების დეფიციტია.
“ყველაზე მწვავე მიზეზი კადრების დეფიციტია. ეს გამოწვევა PMC კვლევითი ცენტრის კვლევამაც გამოავლინა. ამ კვლევაში კადრების დეფიციტი გამოწვევად არის გამოტანილი. ამასთან, ქსელებს გააჩნიათ კიდევ ერთი პრობლემა: მაღალი საოპერაციო ხარჯები. ღამის განმავლობაში დაცვაა საჭირო, რადგან კრიმინალი გაზრდილია; კომუნალურები გადასახდელია, მუშა ხელის ხელფასი – ეს საოპერაციო ხარჯები იმდენად მაღალია, რომ ღამის საათებში მარკეტების შენახვის ხარჯებს ვერ ფარავს. შესაბამისად, ესეც განაპირობებს 24-საათიანი მაღაზიების ინტენსიურ დახურვას”, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ბიზნესი ეცდება, თითო უბანში ერთი 24-საათიანი მაღაზია მუშაობდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ვერ მოხერხდეს და პრობლემა რეგიონებშიც განვითარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ