აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან ოლიგარქის გარემოცვის სია გაუგზავნეს – დოკუმენტის ავტორები მათ დასანქცირებას ითხოვენ | ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ წერილში რუბიოს „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ
ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, რუბიოს 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“