გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპული საბჭო საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ პროცესს და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე

ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც დეტალურად, პუნქტობრივად არის საუბარი ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც გაფართოების პაკეტში იყო. საქართველოსთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებას და მიესალმება ევროინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებს.
ევროპული საბჭოს დასკვნას და გაჟღერებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. მმართველი გუნდის ლიდერი მიიჩნევს, რომ წარმატებული შეფასებები ხალხისა და ხელისუფლების დამსახურებაა.
“ძალიან ბევრი რამ გაკეთდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, კონცენტრირებულები ვიყავით 12 პუნქტის შესრულებაზე და ეს უკვე დააფასა ევროკომისიამ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპული საბჭო საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ პროცესს და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას.
პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა ჩვენთან ერთად, განსაკუთრებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, მთავარი, ვინც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ბუნებრივია, არის ქართველი ხალხი.
ოპოზიციას არ მოსწონს ის, რომ იწერება დადებითი რეკომენდაციები ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც აუმჯობესებს ჩვენს შანსებს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მათი რეპლიკები არის ზუსტად ამის გამოხატულება. ეს კიდევ ერთხელ არის იმის ილუსტრირება, რომ მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი,“ – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში