ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები: მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს

ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც ნათქვამია:
„ჩვენ, ჩარლზის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც იყენებენ შეკრების თავისუფლების უფლებას, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტებს, რომლებიც დაშავდნენ საპროტესტო აქციებზე პროფესიული მოვალეობების შესრულებისას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალადობის ან ზიანის ნებისმიერ ფორმას მათ მიმართ, ვინც მუშაობს სიმართლის დასაცავად.
ქართველი ხალხი დიდი ხანია გამოხატავს სურვილს, გახდეს ევროკავშირის ნაწილი, და ეს მისწრაფება უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ავალდებულებს საქართველოს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც იცავენ ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროპულ მომავალს.
საქართველოს მომავალი უდავოდ ევროკავშირშია”.
განცხადებას ხელს აწერს ჩარლზის უნივერსიეტის 122 სტუდენტი და პროფესორი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია