სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი – მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს

უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს არ შევუშლით. საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ცნობისთვის, გუშინ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი