ამოიღეთ უკრაინის წევრობა დღის წესრიგიდან, ეს გზა დაკეტილია – ორბანი EU-ს

ამოიღეთ წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს – აცხადებს უნგრეთის პრემიერი უნგრულ მედიასთან საუბარში და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს:
“უნგრეთის პოზიციაა, რომ, თუ ჩვენ გვინდა უკრაინას მივცეთ მხარდაჭერა, გეოპოლიტიკური სიგნალი, მაშინ მივცეთ ის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წევრობა. ამიტომაც ვამბობ, ამოიღეთ წევრობა დღის წესრიგიდან, უნგრეთი ამას დაჟინებით მოითხოვს. ასე რომ, ეს საკითხი არ ღირს სერიოზულ განხილვად, ეს გზა დაკეტილია, რადგან უნგრეთი ამას არ ეთანხმება”, – აცხადებს უნგრეთის პრემიერი
შეკითხვაზე, ფინანსური საკითხების მოგვარების შემთხვევაში თუ დათანხმდება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, ორბანი პასუხობს:
“მე მზად ვარ ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ, რათა დაიდოს ფინანსური გარიგებები, მაგრამ მე არ ვარ მზად ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ იმისათვის, რომ დაიდოს სტრატეგიული ან პოლიტიკური გარიგებები.” – ამბობს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნიკოლოზ სამხარაძეს – პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია – თქვენს ქვეყანაშიც არ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება და აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი