გაერო-ს გენერალურ მდივანს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოუწოდებს

სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ მდივანს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად საერთაშორისო კონფერენციის მოწყობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ და სამართლიანად მოგვარდეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციის გამართვა იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!