დიმიტრი პესკოვი – კრემლს დონალდ ტრამპის გუნდის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან კონტაქტის შესახებ თხოვნა არ მიუღია

კრემლს დონალდ ტრამპის გუნდის მხრიდან ვლადიმერ პუტინთან კონტაქტის შესახებ თხოვნა არ მიუღია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, არავითარი თხოვნა არ ყოფილა. გასაგები მიზეზების გამო, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებას დაველოდებით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიალოგისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოუხატავს.
„თუკი თანამდებობის დაკავების შემდეგ უმაღლეს დონეზე კონტაქტების განახლების შესახებ ტრამპის პოლიტიკური ნება შენარჩუნდება, მაშინ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი ამას მხოლოდ მიესალმება“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)