3 იანვრიდან, თეატრი „სახელოსნო 42-ის“ სცენაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ იხილოს და ახალი გამოცდილების ნაწილი გახდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თეატრი „სახელოსნო 42“-ის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.
„სპექტაკლში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თბილისში ვითარდება – ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ.
თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე ძველი თბილისის ცნობილი ისტორიები და პერსონაჟები გაცოცხლდება, მათ შორის: ავაზაკები, ყარაჩოღელები, შობის ანგელოზები და სხვადასხვა გამოგონილი გმირი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge
SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13-დან 15 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ შეიძინონ ბილეთები. ამასთან, სეზონის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.