ბაიდენის თქმით, ისრაელი კარგავს მხარდაჭერას, ნეთანიაჰუმ ქცევა უნდა შეცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის სექტორის განურჩეველი დაბომბვის გამო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ უნდა შეცვალოს მოქმედება. როგორც Reuters-ი შენიშნავს, ბაიდენის ეს სიტყვები ნათელყოფს აშშ-სა და ისრაელს შორის აზრთა ახალ სხვადასხვაობას.
ბაიდენის გამონათქვამი, რომელიც გაისმა სამშაბათს მისი წინასაარჩევნო კამპანიის დონორებთან შეხვედრაზე, ამ მომენტამდე ყველაზე კრიტიკულია, რაც ამერიკის პრეზიდენტს გამოუთქვამს ისრაელის პრემიერის მიმართ მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში ომი დაიწყო. ეს სიტყვები მკვეთრად ეწინააღმდეგება ბაიდენის განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა მას მერე, რაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს 7 ოქტომბერს, წერს Reuters-ი.
„ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება ემყარებოდეს შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერას, მაგრამ ისრაელს სწორედ ახლა აქვს უფრო ფართო მხარდაჭერა, ვიდრე მხოლოდ ვაშინგტონის მხრიდან. ისრაელს აქვს ევროპის კავშირის, აქვს ევროპის, აქვს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობის [მხარდაჭერა]. მაგრამ ეს მხარდაჭერა კლებას იწყებს განურჩეველი ცეცხლისა და დაბომბვის გამო, რომელსაც ის ახორციელებს“, – თქვა ბაიდენმა.
ისრაელის სამხედრო ოპერაციას, როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, ემსხვერპლა 18 ათასი ადამიანი, დაჭრილია ღაზის სექტორში მცხოვრები 50 ათასი ადამიანი. ამას ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა. ბაიდენის გამონათქვამები აგრძელებს მისი კერძო გულახდილი საუბრების ტრადიციას ნეთანიაჰუსთან, რომელთანაც აშშ-ის პრეზიდენტს აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა ჰქონდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს

ნონა ქურდოვანიძე – უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს