შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას.
მათივე ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.
არქიტექტურის პროგრამაზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025 წლის სექტემბერში მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა