ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა, – ინფორმაციას საინფორმაცია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით.
AccuWeather-ის შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე: მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!