უკრაინული გადამზიდავი კომპანია “UKR FERRY” -ის რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებს. რა გავლენას იქონიებს ეს კავკასიის რეგიონზე?!

უკრაინული გადამზიდავი კომპანია “UKR FERRY”, რომლის სათავე ოფისის მდებარეობა ქალაქ ოდესაშია, სარფიანად მოერგო ში მიმდინარე ომის ვითარებას. ომის დასაწყისში ამ კომპანიის გემები დაბლოკილი იყო ჩერნომორსკის პორტში, მაგრამ „მარცვლეულის გარიგების“ ძალაში შესვლის შემდეგ მან შეძლო უკრაინის დატოვება.
მარცვლეულის გარიგების ინიციატორი თურქეთი იყო. პრეზიდენტმა ერდოღანმა დაარწმუნა ს პრეზიდენტი პუტინი, რომ მიეცა უკრაინისთვის შესძლებლობა დაგროვილი მარცვლეულის გატანაზე. ამის მისაღწევად რუსეთმა შეაჩერა უკრაინის პორტების დაბომბვა და განბლოკა ოდესა – ჩერნომორსკის პორტი. სურსათის (მარცვლეულის) გარიგება დაიდო 2022 წლის 22 ივლისს სტამბულში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მსოფლიო ბაზრებზე რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების მიწოდების ხელშეწყობის შესახებ. პარალელურად, უკრაინის დელეგაციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ. სპეციალიზებული თურქული და უკრაინული გემები მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან ახორციელებდნენ. ტრანსპორტირებაში მონაწილე გემები თანხმედებოდა რუსეთის სამხედრო უწყებასთან. კომპანია “UKR FERRY”-ს გააჩნია ოთხი სატვირთო-სამგზავრო ბორანი (VILNIUS, KAUNAS, NAPOLI, GOTHIKA), რომლებიც არ არის განკუთვნილი მშრალი ნაყარი ტვირთის და ხორბლის გადასაზიდად, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მიიღო ნებართვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, ამ გარიგებაში მონაწილეობისთვის. მარცვლეულის ტრანსპორტირების იერსახის შესაქმნელად, “UKR FERRY”-ს ბორნები მხოლოდ ზემოდან დატვირთა ხორბლის ბიგ-ბეგებით და ასე დატოვეს უკრაინა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გემების საომარი სიტუაციიდან გამოყვანის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ UKR FERRY-ის ბორნებმა რამდენჯერმე შეასრულეს თურქეთი-უკრაინის მიმართულებით მარშრუტი. უკრაინისკენ მიმავალ გზაზე ნეიტრალურ წყლებში ეს ბორნები გამორთული ტრანსპონდერებითა და თანამგზავრული გეოლოკაციის მოწყობილობებით, რუსული ტანკერებიდან იღებდნენ უფასო საწვავს და ამ რეჟიმში შედიოდნენ ს პორტებში, სადაც აწვდიდნენ სპეციალურ ტვირთს, რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის.
ეს ქმედებები უკვალოდ არ დარჩებოდა და სკანდალი წარმოიქმნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხარეთა შეთანხმების ნაწილი იყო, რასაც მოწმობს წინასწარი მოლაპარაკებები UKR FERRY-ის წარმომადგენლებსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხდა იმ დროს, როდესაც რუსეთი განიცდიდა ჩიპებისა და სპეციალური დანიშნულების ნაწილების მწვავე დეფიციტს, რაც მაღალი სიზუსტის რაკეტებისა და ბომბების წარმოებისთვის იყო საჭირო.
ამრიგად, კომპანია UKR FERRY-მ შეძლო უკრაინისგან განთავისუფლება და კომერციული საქმიანობის გაგრძელება სხვა ბაზრებზე. ამ კომპანიის რუსული კვალი ასევე დადასტურებულია იმით, რომ UKR FERRY-მ, მისი ფლოტიდან ყველაზე დიდი საგზაო/სარკინიგზო/სამგზავრო ბორანი, «Greifswald» (IMO: 8311912), რუსეთს გადასცა. ბორანს შეუცვალეს სახელი და რუსეთის დროშის ქვეშ, “ANTEY”-ს სახელწოდებით (IMO: 8311912) ახორციელებს რეისებს ბალტიის ზღვაში მარშრუტით, უსტ-ლუგა (სანქტ-პეტერბურგი) – ბალტიისკი (კალინინგრადი).
UKR FERRY-ის რუსულ სამსახურებთან გარიგების პირობები ცნობილი არ არის. თუმცა, ირკვევა რომ უკრაინული კომპანია „UKR FERRY“ მთლიანად კონტროლდება რუსული სპეც.სამსახურების მიერ და კომპანიის საზღვაო- სავაჭრო სტატუსი, ფარულად ხელს უწყობს მის გამოიყენებას სპეციალურ პროექტებში. კომპანიის ოდესური (უკრაინა) წარმომავლობა კი აცილებს ეჭვს, რომ ის შეიძლება რუსული იყოს.
UKR FERRY და მისი ბორნები ემზადებიან რუსული მისიის შესასრულებლად შავ ზღვაში, რადგან პრეზიდენტმა ერდოღანმა დააყენა საკითხი „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით. ამ გარიგების განახლების პერსპექტივა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმაც დაადასტურა.
მარცვლეულის გარიგების განახლების მოლოდინში, UKR FERRY-ის თავისი ბორნები შავ ზღვაში გადაჰყავს. საავტომობილო – სარკინიგზო / სამგზავრო ბორანი “VILNIUS” (IMO: 8311900) უკვე შევიდა ვარნის პორტში (ბულგარეთი) და აპირებს ტვირთის გადაზიდვას ს პორტის (საქართველო) მიმართულებით. ბორანი „დრუჟბა“ ბულგარეთიდან საქართველოში დიდი ხანია ოპერირებს და ახორციელებს რეისებს ბურგასი-ბათუმის მიმართულებით.
კავკასიის რესპუბლიკების აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად, საბორნე გადაზიდვებში ახალი მოთამაშეებიც ჩაერთვნენ. კავკასიის მესამე რესპუბლიკა სომხეთი კი არ მონაწილეობს ამ პროცესში, ის ტერიტორიულ ჩიხშია. აზერბაიჯანთან დამარცხებისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაკარგვის შემდეგ, სომხეთი განაწყენებულია რუსეთზე, რომ მან სამხედრო დახმარება არ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანი დასავლეთისკენ შებრუნდა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, სამხედრო დახმარებას საფრანგეთისგან იღებს. პრეზიდენტმა მაკრონმა 2024 წელს , ს პორტის (საქართველო) გავლით, მიაწოდა სომხეთს სამხედრო ტექნიკა.
ამან გამოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ს მწვავე კრიტიკა, საფრანგეთის პრეზიდენტის ს მიმართ. საქართველომ, როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიულმა პარტნიორმა, შეაჩერა სამხედრო ტვირთების ტრანზიტი სომხეთში. მაგრამ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ და აღადგინოს დასუსტებული გავლენა კავკასიაში, რადგან უკრაინის ომის პირობებში, ამ რეგიონს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უალტერნატივო ენერგეტიკული და ლოგისტიკური ფუნქციის შესრულება დაეკისრა. UKR FERRY-ის გამოყენებით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, სხვისი ხელით გაამწვავოს სიტუაცია კავკასიაში. ბორანი „VILNIUS“-ი ადვილად დაიტვირთება, საფრანგეთიდან მიწოდებული სამხედრო და სპეციალური დანიშნულების საგნებით შევსებული სატვირთო მანქანებით და გაცურავს ბათუმის მიმართულებით. გემთმომსახურების სომხური აგენტები, რომლებიც ბორან „VILNIUS“ -ს ორივე პორტში ემსახურებიან, ორგანიზებას უკეთებენ ასეთი მიწოდების სქემების დალაგებას, ადგილობრივ სამსახურებთან და პორტის ადმინისტრაციასთან. როგორც ჩანს, ბულგარეთი თავისუფლად გაატარებს საფრანგეთიდან მოწოდებულ ტვირთებს , ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი , რუსეთის გავლენით საქართველოც არ შეაჩერებს ამ ტვირთის ტრანზიტს. ამგვარად, სომხეთს ეძლევა შესაძლებლობა, განავითაროს სამხედრო ძალა და გაამწვავოს ვითარება აზერბაიჯანთან.
ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. რუსეთს აწყობს კავკასიაში ვითარების დაძაბვა, რადგან სომხეთში განლაგებული სამხედრო ბაზით, ადვილად ჩაერევა როგორც სამშვიდობო სამხედრო მისია და შესაძლებლობა ექნება შეაჩეროს საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ესკალაცია, რითაც შეასუსტებს მთლიანად დასავლეთის გავლენას კავკასიის რეგიონზე. ამ მხრივ უკრაინული კომპანია “UKR FERRY” “ცხვრის ტყავში გადაცმულ ეშმაკს” ჰგავს.
სპეციალური კორესპონდენტი
ალისა ნოვაკი

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო დანაპირების აღსრულება, ანუ ნიურნბერგის პროცესიდან ზუსტად 80 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართება ლიბერალურ-ფაშიზმის ადგილობრივ წარმომადგენელთა ნეონიურნბერგი

უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა მათი მთავარი ბრალდება

„ოცნების“ მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ “ნიურნბერგის” პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება