“გაფართოება გადაუდებელი და სასწრაფოა” – რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში და როგორია მოლოდინები ისტორიულ სამიტამდე

“გაფართოება გადაუდებელი და სასწრაფოა” – რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში და როგორია მოლოდინები
ერთი დღე ისტორიულ სამიტამდე – ბრიუსელში ლიდერების შეკრებამდე ევროკავშირის გაფართოების საკითხზე დებატები ევროპარლამენტში გაიმართა.
“30 წელი კოპენჰაგენის კრიტერიუმიდან – ახალი იმპულსის მიცემა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას” – ამ სახელწოდების რეზოლუციას კენჭს რამდენიმე წუთში უყრიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტში, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას სა და მოლდოვასთან მაშინ, როცა ის განახორციელებს აუცილებელ ნაბიჯებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოვა. რეკომენდაციების შესახებ გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო 14 და 15 დეკემბერს მიიღებს.
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში და როგორია მოლოდინები – ევროდეპუტატების განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება არის ორგანიზაციისთვის ძალიან მძლავრი იარაღი. ასევე, მათი თქმით, წინა გაფართოებებმა წინსვლა და მეტი უსაფრთხოება მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც შევიდა ევროკავშირში და, ამასთან, ორგანიზაცია გააძლიერა.
ევროდეპუტატები ხაზგასმით მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს მიიღონ პოზიტიური გადაწყვეტილება, მოლაპარაკებები გაუხსნან უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
“ამ მნიშვნელოვანმა დებატმა მხოლოდ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს ისტორიულ მნიშვნელობას. ევროკომისია აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს ყველა მიმართულებით. მართლაც აღსანიშნავია, რომ სრულფასოვან ომში მყოფმა ქვეყნებმა მაინც მოახერხეს გაწევრიანების მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება. ძლიერი სიგნალი აშკარად უნდა გაეგზავნოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ ასევე ამ ძალიან დაძაბულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ხალხს,” – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩიმ.
“მომავალი წევრი ქვეყნები და ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ გაფართოების შემდეგი ნაბიჯებისთვის. გუშინ გენერალურ საკითხთა საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნები მიიღო. ლიდერები აძლევენ მითითებებს წევრი ქვეყნებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისინი ასევე შეაფასებენ ევროკავშირის შესაძლებლობებს გაფართოების კონტექსტში და რა რეფორმები იქნება საჭირო ამ მიზნით,” – აღნიშნა ესპანეთის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა.
“გაფართოება გადაუდებელი და სასწრაფოა. ეს არის პოლიტიკური, სტრატეგიული აუცილებლობა და არა ტექნოკრატიული სავარჯიშო, რომელსაც თაობები დასჭირდება. ჩვენ გვჭირდება გაფართოება რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ნიდერლანდებიდან, სოფია ინ”ტველდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე