სალომე სამადაშვილი – სანქციები, რომელიც ივანიშვილს დაუწესდა, გზის მხოლოდ დასაწყისია – “ქართული ოცნება“ აბსოლუტურ პოლიტიკურ იზოლაციაშია, აშშ-სგან არალეგიტიმურად გამოცხადებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არავინ წარმართავს

„ქართულ ოცნებას“ რუსები უწერენ ყველანაირ პროპაგანდისტულ გზავნილებს, მაგრამ ძალიან შეცდნენ, „გლობალური ომის პარტია“ ქართული სიტყვები მაინც იყო, მაგრამ „დიფსთეითი“ და უცხო სიტყვების რახარუხი საერთოდ გაუგებარია , – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
როგორც სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, „დღეს აბსოლუტურ პანიკაშია“.
„ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი იდიოტებად მიაჩნია, პირველ რიგში საკუთარი მომხრეები. ამ ხალხს არც სინდისი, არც ნამუსი, არაფერი არ აწუხებს. ბიძინა ივანიშვილი დღეს აბსოლუტურ პანიკაშია. რეალურად ასეთ სისულელეებს არავინ არ წერს, ვინც საღ გონებაზეა. მას რატომღაც ეგონა, რომ შერჩებოდა, რაც გააკეთა, როგორც ადრე შერჩენია გაყალბებული , ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ. რატომღაც ეგონა, რომ ამ ჯერზეც გაძვრებოდა, მაგრამ კი ვერ გაძვრა, დაასრულა იმით, რომ სანქციები, რომელიც მას დაუწესდა, გზის მხოლოდ დასაწყისია, მას წინ ძალიან მახრჩობელა ხელი ელოდება, -ის და დასავლეთის ფინანსური სანქციები მის ყელზე და მის კისერზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სრულ პოლიტიკურ იზოლაციაშია.
„დამისახელეთ რომელიმე მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც გაიმართა. ამ ხელისუფლებასთან არანაირი კომუნიკაცია არ არის. არჩევნების შემდეგ დამისახელეთ ერთი მაღალი დონის შეხვედრა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელთან. ერთი ევროკავშირის ელჩმა გააკეთა სისულელე და მივიდა ბოჭორიშვილთან შესახვედრად და ამით კინაღამ დაასრულა თავისი კარიერა. „ქართული ოცნება“ არის აბსოლუტურ პოლიტიკურ იზოლაციაში. აშშ-სგან ოფიციალურად არალეგიტიმურად გამოცხადებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არავინ წარმართავს. აშშ-სთან ურთიერთობას უფრთხილდება ყველა სახელმწიფო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?