ზურაბ გურული: დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს უკანონოდ დაატიმრებულთა რაღაც ნაწილის “შეწყალება” და შემდეგ “ახალი არჩევნების” დაანონსება დეტალების დაზუსტების გარეშე. სწორედ აქ იქნება..

“30 დეკემბრის პოსტში “დიდი ალბათობით” ვწერდი, რომ “ოცნება” -დაიწყებს სასიცოცხლოდ საჭირო “გადატვირთვას” ამერიკასთან-.
კინაღამ გამეცინა, როდესაც ივანიშვილის დღევანდელ “ეპისტოლეში” ზუსტად ეს სიტყვა ვიხილე ამერიკასთან მიმართებაში.
ეს სიტყვა დიაგნოზის ღერძს წარმოადგენს და პარანოიდული ლოგიკის თანამიმდევრობის ერთგვარ განსაზღვრას შესაძლებელს ხდის.
ანუ, მიუხედავად ყველაფრისა, “პაციენტი” თვლის, რომ ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს მისი მთავრობისათვის. ეს არ არის ურიგო რამ. ესეიგი, რუსეთ-ჩინეთ-ბელორუსია-თურქეთ-ირანის ღერძი “პაციენტისათვის” აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობად ითვლება.
“ეპისტოლე” 20 იანვრის “შესარიგებელი ძღვენის” დოკუმენტურ შესავალს წარმოადგენს. შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურად უნდა იყოს რაღაც მატერიალური ღირებულების მქონე “საჩუქარი”.
გრძელი ტირადა იმის შესახებ, რომ აწ უკვე სანქცირებულმა მინისტრმა, გომელაურმა შესანიშნავად გაართვა თავი “რევოლუციის აღკვეთას” ისე, რომ არავინ მოუკლავს და არავის ჯანმრთელობა “სერიოზულად” არ დაუზიანებია, ნიშნავს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს “პაციენტი” ამ კონკრეტულ ასპექტს; ტრაბახობს კიდეც ამით. ესეც კარგია და მიუთითებს იმაზე, რომ რობოკოპ-ტიტუშკების სისხლიან მოქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივებია შეტანილი. აქცენტი ამჟამად არაფიზიკურ რეპრესიებზეა აღებული.
ასე რომ, დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს უკანონოდ დაატიმრებულთა რაღაც ნაწილის “შეწყალება” და შემდეგ “ახალი ს” დაანონსება დეტალების დაზუსტების გარეშე. სწორედ ეს უნდა იყოს ლოგიკური “ძღვენი” 20 იანვრისათვის, რათა ახალ ადმინისტრაციასთან “გადატვირთვა” დაიწყოს.
და სწორედ აქ იქნება ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო, რადგან “ეშმაკი” ისევ დეტალებში იქნება ჩამალული და დეტალებზე დაკვირვება და სწორი აღქმა კი არც პოლიტიკური ოპოზიციის, არც ლიდერად აღიარებული პრეზიდენტის და არც მოპროტესტე საზოგადოების ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს,” –  წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი