ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გორგილაძის ქუჩა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს და მსვლელობას მართავენ.
გორგილაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეების თქმით, ასევე, გეგმავენ მელიქიშვილის, აბაშიძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკეტვას.
“ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ ქუჩაში და სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს”,- აღნიშნავენ ისინი.
