“თიბისიმ სტუდენტების დასახმარებლად “ნანუკას ფონდს” ფინანსური რესურსი გამოუყო”- რას წერს ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ თიბისიმ სტუდენტების დასახმარებლად “ნანუკას ფონდს” ფინანსური რესურსი გამოუყო

“საოცარი ამბავი მაქვს. სულ ვიცოდი რომ ერთ დღეს, ჩემი ოცნება, ფონდი სტუდენტების მეგობარი გამხდარიყო ნამდვილი ამბავი გახდებოდა. თიბისიმ ნანუკას ფონდისთვის გამოყო ფინანსური რესურსი სტუდენტების დასახმარებლად.

იმ სტუდენტების რომლებიც დაზარალდით აქციების დროს, ხართ გაფიცულები, რომლებმაც ამ პროცესების გამო დაკარგეთ სამსახურები და ვეღარ იხდით სწავლის და ქირის თანხას. კომენტარებში ნახავთ სპეციალურ აპლიკაციას, შეავსეთ და დაელოდეთ ჩვენს უკუკავშირს.

ბანკს ჩემგან მადლობა და კონკრეტულ ადამიანებს განსაკუთრებით. თუ უფლებას მოვიპოვებ, მათზე ცალკე დავწერ. სტუდენტებო, დავიწყეთ საოცარი ამბავი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს მხოლოდ!“ — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში

აპლიკაციის ლინკი 🔗 https://shorturl.at/NGQuI

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით