Reuters: ჩინურმა კომპანიამ -ის მიერ სანქცირებულ ტანკერებს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა

ჩინურმა Shandong Port Group-მა -ის მიერ სანქცირებულ ტანკერებს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ სამ მოვაჭრეზე დაყრდნობით ავრცელებს.
Shandong Port Group აკონტროლებს ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ მთავარ პორტებს, მათ შორის ცინდაოს, რიჩჟაოსა და იანტაის, რომლებიც სანქცირებული ნავთობის იმპორტის ძირითადი ტერმინალებია.
შარშან ამ მიმართულებებზე ირანიდან, რუსეთიდან და ვენესუელიდან დღიურად დაახლოებით 1,74 მილიონი ბარელი ნავთობი შედიოდა, რაც რაც ჩინეთის იმპორტის 17%-ია.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ აკრძალვა გაგრძელდება ეს გააძვირებს და შეანელებს ნავთობის იმპორტს. თუმცა Shandong Port თავის შეტყობინებაში წერს, რომ გადაზიდვის აკრძალვას მცირე გავლენა ექნება დამოუკიდებელ გადამამუშავებელ ქარხნებზე, რადგან სანქცირებული ნავთობის უმეტესი ნაწილი მაინც არასანქცირებული ტანკერებით იგზავნება.
„როიტერსი“ ჩინური პორტის გადაწყვეტილებას „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების გამკაცრებას უკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა