“ერთი პატარა, უწყინარი კომენტარი დაგიწერე “ფეისბუკზე“ და დამბლოკე, ნუცა – ოქეი!“- ჟორჟოლიანი ბუზალაძეს

“უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე ნუცა, ეგრე გააგრძელე…“ – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში ამბობს და მომღერალ ნუცა ბუზალაძეს მიმართავს.

ჟურნალისტის თქმით, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბლოკვა ნუცა ბუზალაძის მხრიდან მაშინ, როდესაც მისგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, ყველაფერს აკეთებდნენ კონკურსებში მომღერლის გასამარჯვებლად – ეს მიუღებელია:

“ეს ვიდეო იცი რატომ ჩავწერე? ერთი პატარა უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე, ანუ, წაშალე კომენტარი – უწყინარი კომენტარი და დამბლოკე ნუცა – ოქეი!

ეგრე გააგრძელე, შენ ბლოკე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები შენი ფეისბუკიდან, მაშინ, როდესაც შენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ შენ გაემარჯვა. ეს არის სიმართლე და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა წარმატებები“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო დანაპირების აღსრულება, ანუ ნიურნბერგის პროცესიდან ზუსტად 80 წლის შემდეგ საქართველოში გაიმართება ლიბერალურ-ფაშიზმის ადგილობრივ წარმომადგენელთა ნეონიურნბერგი

უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა მათი მთავარი ბრალდება

„ოცნების“ მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ “ნიურნბერგის” პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება