“ოცნებამ” მიიღო სიგნალი…” – რისი ეშინია ივანიშვილს და რაზეა წამსვლელი? – მედია

ტვ პირველი, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “ქართული ოცნების” წერილი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ამერიკამ ორბანის მარჯვენა ხელი, მისი მოლარე და მთავარი იდეოლოგი დაასანქცირა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მედია წერს, რომ ოლიგარქის პარტიული ლიდერშიფი გუნდს და რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებს არწმუნებდნენ, რომ ივანიშვილისა და ტრამპის შეხვედრას აორგანიზებდა, თუმცა გეგმა მას შემდეგ ჩავარდა, რაც -მა ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელს ანტალ როგანს მაგნიტსკის სანქციები დაუწესა.
“გუნდს არწმუნებდნენ, დაიცადეთ ორბანი უზრუნველჰყოფს ტრამპის და ბიძინას შეხევდრასო, თუმცა მას შემდეგ, რაც ორბანის უახლოესი გარემოცვის წევრი შტატებმა დაასანქცირა და უნგრელი ხალხის ძარცვის გამო მაგნიტცკის სიაში ჩასვა, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო სიგნალი, რომ მათ არანაირი შანსი აღარ რჩებათ ძალაუფლების შენარჩუნების”- ჰყვება წყარო ტვ პირველთან.
მისი თქმით, “ოცნებას” ახლა ყველაზე მეტად “მეგობარი აქტის” ეშინია და ამას ვერც პოლიტიკურ ეპისტოლეში მალავს.