მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სარატოვის ოლქში, „კრისტალის“ ნავთობპროდუქტების საცავს დაარტყეს, რომელიც სამხედრო აეროდრომს „ენგელსი-2“ საწვავს აწვდის.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხედრო მოქმედებების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.
ცნობისთვის, მანამდე, სარატოვის ოლქში დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა გაავრცელა. გუბერნატორის განცხადებით, დრონების მასიური იერიშის შედეგად ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმო დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ