ფორმულამ მოიპოვა წერილი, რომელსაც ვიზიტის გაუქმების შემდეგ კაუმა ორგანიზაციის წევრებს წერს

ფორმულამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას წერილი მოიპოვა, რომელსაც ის ორგანიზაციის წარმომადგენლებს წერს. წერილი 6 იანვრით თარიღდება და მასში გაუქმებული ვიზიტის გეგმებია განმარტებული.
კაუმა წერს, რომ ქართლმა ოცნებამ “მზაობა გამოხატა გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს” რუსულ კანონში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
ამასთან, კაუმა საუბრობს აქციების დროს “პოლიციელების არამართლზომიერი ქცევის” გამოძიებაზეც.
“ჩემი უპირველესი მიზანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა იყო, რათა ხელი შემეწყო დიალოგისთვის და იმ რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომლებსაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში მოიცავს. მე ასევე ვცდილობდი, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთგულება დამედასტურებინა.
როგორც ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ოქტომბერში აღნიშნა, საქართველო ჯერ კიდევ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. გუშინ კონსტრუქციული დისკუსია მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან და მივესალმე საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ჩაერთოს ოდირის რეკომენდაციების განხორციელებაში. ჩემთვის იმედის მომცემი იყო, რომ ხელისუფლებამ მზაობა გამოხატა, გადახედოს და ცვლილებების შეიტანოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეახებ კანონში ინკლუზიური პროცესით საერთაშორისო გაერთიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
ვალდებულებების აღებით ზედმიწევნით იქნას გამოძიებული პოლიციელების არამართლზომიერი ქცევა აქციების დროს და შესაბამისი ქმედებებით იქ, სადაც საჭიროა. თუმცა ხელშესახები პროგრესი საჭიროებს ფართო დისკუსიას, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია”- წერს კაუმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს