რუსული მედია – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს თავდაცვის უწყების ცნობით, 11 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 1 ვოლგოგრადის ოლქის, 4 აზოვის ზღვის თავზე, 2 კრასნოდარის მხარეში, 4 კურსკის, 3 ბელგოროდის, 4 როსტოვისა და 3 ბრიანსკის ოლქის თავზე.
ცნობისთვის, მანამდე სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონების მასიური იერიშის შედეგად ოლქში მდებარე სამრეწველო საწარმო დაზიანდა.