ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა

ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში პროტესტი 41-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხს.
შესაბამისი ფოტოები ჯგუფ “დაიტოვეში” გავრცელდა.