ირაკლი კობახიძე: სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დავესწარი

“სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დავესწარი.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მივულოცე.
აღვნიშნე, რომ შობა სიყვარულის, სიკეთის დღესასწაულია, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას სიყვარული და სიკეთე ვუსურვე.
საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი , პარლამენტის თავმჯდომარე , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოვისმინეთ,” – წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მორჩილი ძალოვანი უწყებების მიერ კოტე იოსელიანის უკანონო გატაცება და მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე მუქარა, მორიგი დანაშაულებრივი ქმედებაა