შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებაზე – ეს არის ღია მხილება, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა

სირცხვილია, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალა პაპუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის იმის დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა.
„ეს ხომ ღია მხილება არის, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოში უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა. ეს არის ის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ, როდესაც ხელისუფლებიდან წავიდა, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მკვლევარის სტატუსი მისცეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, თუ რა როლი ჰქონდა მას იმ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათ მიერ დაწერილი პირდაპირი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნთონის, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ რომ ჩატარდება და აღიარებენ დამკვირვებლები, მაინც იქნება პროტესტი და ამ პროტესტს მხარი უნდა დავუჭიროთო. შემდეგ გახსოვთ როგორი იმედგაცრუებული და გაკვირვებული იყო ქალბატონი ლორა თორნთონი, მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. საერთო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ როცა ასეთ გზაზე დადგება ადამიანი, იქ მერე უკვე მას სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა. შესაბამისი განცხადება მაკკეინის ინსტიტუტმა გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი