“ოპოზიციას მოუწევს კარგად მოიფიქროს და დაგეგმოს საჯარო გამოსვლები და მესიჯები” – ლიკა ბასილაია

უკრაინის სამხედრო დახმარების ირგვლივ მიმდინარე რთული პერიპეტიები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქოცების იმიჯზე მერყევი ამომრჩევლის თვალში. რამდენჯერმე გამიგია, “ამერიკას თავად ვერ გაურკვევია ვის მხარესაა და ჩვენ რას დაგვეხმარება, რამე რომ იყოს!” და მსგავსი მოსაზრებები თუ შიშები. სტატუსის მიღების შემდეგ მითუმეტეს ოპოზიციას მოუწევს კარგად მოიფიქროს და დაგეგმოს საჯარო გამოსვლები და მესიჯები, რომელსაც გაუშვებს ხალხში. ძალიან მოკლედ: ოპოზიციამ უნდა გასცეს პასუხი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების შეკითხვებს: 1. როგორ შეინარჩუნებს მშვიდობას 2. როგორ შეცვლის ხალხის ცხოვრებას, ისე, რომ არ მოუწიოს საქართველოდან გაქცევა პასუხები უნდა იყოს ძალიან კვალიფიციური, კონკრეტული და დამაჯერებელი

ასევე დაგაინტერესებთ