ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ

რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს კურსკის ოლქში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან ზუსტად ხუთი თვე გავიდა და ს ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ვინარჩუნებთ, იქ რუსულ სამხედრო პოტენციალს აქტიურად ვანადგურებთ. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე 38 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ მებრძოლებს „ომის სახლში, რუსეთში დაბრუნებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„რუსებმა კურსკის ოლქში ძლიერი დანაყოფები განალაგეს, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც იქ არიან განლაგებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოცხალი ძალის სხვა ფრონტებზე გადაყვანა შეუძლებელია“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს