“ხვიჩა ბრუნდება – დე ლაურენტისი მისი ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის” – იტალიური მედია

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ გარემარბი მწყობრში ჩადგება, თუმცა საკითხავია, დააყენებს თუ არა მწვრთნელი ანტონიო კონტე 12 იანვარს “ვერონასთან” საშინაო მატჩში სასტარტოში, რადგან ჯერ უცნობია, რამდენად იქნება ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად. თანაც, კონტეს „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში ლეონარდო სპინაცოლას ასპარეზობა მოეწონა და არაა გამორიცხული, ისევ გამოუცხადოს ნდობა.
მატეო პოლიტანო ვერც “ვერონასთან” დაპირისპირებაში ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას და სავარაუდოდ, შემდეგი ტურისთვის დაბრუნდება, როდესაც 18 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ შეხვდებიან.
ჟურნალისტი მიკელე კრიშიტელო Sportitalia-ზე სარედაქციო სტატიაში წერს, რომ კონტე გუნდზე გავლენის მოხდენით მსოფლიოში საუკეთესო
მწვრთნელია, ორ თვეში დიდი სამუშაო გასწია, გადატრიალება მოახდინა, თუმცა რომელუ ლუკაკუს მიმართ ზედმეტი სიმპათიები გააჩნია, ბელგიელის ბევრი შემცვლელი ჰყავს და „ინტერის“ წაბორძიკების შემთხვევაში, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგების და მორიგი იტალიური შედევრის შექმნის შესაძლებლობა ექნება.
კრიშიტელოს აზრით, დავიდ ნერესის ფაქტორის გათვალისწინებით, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უკვე შეუძლია კვარაცხელიას გაყიდვა და თუ ჭკვიანურად მოიქცევა, ტრანსფერით დიდ ფულს ის.