ირაკლი კობახიძე – გილოცავთ მაცხოვრის შობას, ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას

გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამ ღირებულებებმა განსაზღვრა ქართველი ხალხის კულტურა, ისტორია და დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.
“გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას – ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.
შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში”, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ჩაჩანიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში, მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს ხელი ეტყობა