-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა – ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთობლივ სხდომაზე დაითვალეს.
სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარის გაუძღვა.
ოფიციალურად, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, კამალა ჰარისმა 226 ხმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება