პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
დღევანდელ აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან საშობაო მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდებიან, რომლებიც უკვე რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.
პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან ღამის 12:00 საათზე შობის შეხვედრას ერთად აპირებენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კი ისევ უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს