კანადის მასშტაბით და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამანათებად დაგზავნილი საწამლავი – ონტარიოში დააკავეს კაცი, რომელიც ხალხს სუიციდში “ეხმარებოდა”

კანადის მასშტაბით და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამანათებად გაგზავნილი საწამლავი – ონტარიოში, 58 წლის კენეტ ლოუ დააკავეს. როგორც Reuters-ი წერს, ის ხალხს თვითმკვლელობაში ეხმარებოდა და ფოსტით ნატრიუმის ნიტრიტს უგზავნიდა. ლოუს მეორე ხარისხის მკვლელობის 14 საქმეზე წაუყენეს ბრალი.
გამოძიების ცნობით, ლოუს მსხვერპლთა ასაკი 16-დან 36 წლამდე იყო. კაცმა, მხოლოდ კანადაში, ნატრიუმის ნიტრიტის 160 შეკვრა გაგზავნა, ხოლო საზღვარგარეთ, 40-მდე ქვეყანაში (მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, ირლანდიასა და გერმანიაში) საწამლავის დაახლოებით 1200 ამანათი.
“თუ ლოუს დანაშაული დაუმტკიცდება, ის კანადის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს მასობრივ მკვლელად შევა“, – წერს სააგენტო Reuters-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან