სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა

სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს – ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდის განცხადებას, რომლის თქმითაც, უმნიშვნელოვანესია, რომ ამერიკამ ს სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა.
ჩიხელიძის განცხადებით, -ის მოქმედმა ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს სანქციები ისე დაუწესა, რომ ქართული საზოგადოებისთვის მტკიცებულების წარსადგენად თავიც კი არ შეიწუხეს. მისივე თქმით, დენიელ ფრიდის მაგავსი ლობისტები დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ.
“სინამდვილეში, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე და ვირეშმაკობაა. ასე ცდილობენ ხალხის გაგიჟებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ცრუ ბრალდებები არ დაიჯეროს. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე – ადამიანს ასანქცირებენ რუსეთთან კავშირის გამო და თავსაც კი არ იწუხებენ, რომ რამე სახის მტკიცებულება წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. იქცევიან, როგორც იმპერია: მე ვთქვი, შესაბამისად ასეა… არადა ქართველებს ძალიან გვიყვარს სიმართლე და ვიცით, რომ ეს სიმართლე ამჟამად ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხარეს არ არის. მსგავს ლობისტებს რაც შეეხება, დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებენ, რადგან დღეს ერთი გადამხდელის ინტერესებს ატარებს, ხოლო ხვალ მეორე გადამხდელის ინტერესებს გაატარებს,” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე