“ბარსელონა” “ტოტენჰემის” ფეხბურთელის უფასოდ ხელში ჩაგდებას გეგმავს

El Nacional-ის ცნობით, “ბარსელონა” ტოტენჰემის” 32 წლის სამხრეთ კორეელი თავდამსხმელით, სონ ხინ მინით დაინტერესდა.
სონ ხინ მინი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და “ბარსელონას” უნდა უფასოდ ჩაიგდოს ხელში. მას ტიტულების მოგება სურს, რისი მიღწევაც ლონდონურ გუნდში რთულია, კატალონიური კლუბი კი მზადაა ახლავე გაუფორმოს წინასწარი კონტრაქტი.
ამ სეზონში სონ ხინ მინმა 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 38 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში