ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა კიევს უნდა მისცეს რაც მას სჭირდება, საიმისოდ, რომ უკრაინა “ძლიერი” იყოს

ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 13 დეკემბერს ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის მასშტაბური ფინანსური დახმარების გამოყოფას და კიევის მისწრაფებას ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ.
“უკრაინას უნდა მივცეთ რაც მას სჭირდება, საიმისოდ, რომ ის ძლიერი იყოს დღეს. და ძლიერი იყოს ხვალ, მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც საუბარი იქნება გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობაზე” – უთხრა ფონ დერ ლაიენმა პარლამენტის წევრებს.
ევროკავშირის ლიდერები 14 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი გამოწვევა იქნება ბლოკში რუსეთის მთავარი მოკავშირის, უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა კიევისთვის ახალი დახმარების გამოყოფის პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება