ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 630-ზე მეტი დრონი, 740-მდე მართვადი ბომბი და 50 რაკეტა გამოიყენა, რომელიც 50 000-ზე მეტ სანქცირებულ კომპონენტს შეიცავდა

ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიცავთ ჩვენს ცას რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან. მხოლოდ წუხელ ს თავს დაესხნენ Shahed-ის 103 დრონით, რომელიც შეიცავდა უცხოური წარმოების 8 755 კომპონენტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 630-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 740 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 50 რაკეტა – ჯამურად 50 000-ზე მეტი სანქცირებული კომპონენტი, რომლებიც მოპოვებულია მთელი მსოფლიოდან“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია.
„სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია. აგრძელებს მისთვის საჭირო კომპონენტებისა და საწარმოო ინსტრუმენტების შეძენას – თითქმის გლობალურად – და იყენებს მათ იარაღში, რომლითაც უკრაინას ატერორებს. უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაძლიერება ყველა ჩვენს პარტნიორთან სანქციების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ჩვენი მეომრების მხარდაჭერის საკითხებზე. ეს პრიორიტეტები დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი ქალაქები, სოფლები და პოზიციები ფრონტის ხაზზე“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის – ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება