ჯო უილსონი: ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ სპიკერ მაიკ ჯონსონისა და სენატორ ჯონ თუნის ხელმძღვანელობით კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი წევრები დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ „ტრამპის დღის წესრიგზე“ „ძლიერებით მშვიდობის“ მისაღწევად, საქართველოში დემოკრატიის აღდგენის ჩათვლით – მან ეს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში ჯო უილსონი ამბობს რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს კი არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები:
„სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით, – თქვა უილსონმა, ჩვენ, ყველანი, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე”.
გასული დღეების განმავლობაში კონგრესმენმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.
“ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?” – დაწერა უილსონმა 26 დეკემბერს, აშშ-ის ხაზინის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინა დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო