ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკში, სოფელ მახნოვკასთან რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა

კურსკის ოლქში, სოფელ მახნოვკას მახლობლად, 3 და 4 იანვრის ბრძოლებში, რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მახნოვკას ერთ-ერთი სოფლის მიდამოებში, რუსეთის არმიამ დაკარგა ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები. ეს საგრძნობი დანაკარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი – ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? – ეს ვახოზე პერსონალური ანგარიშსწორებაცაა, ისე როგორც არის შეტევა თავისუფალ მედიაზე