ბაიდენმა პრეზიდენტის მედლით დააჯილდოვა კლინტონი, სოროსი, მესი და კიდევ 16 ადამიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი დააჯილდოვა პრეზიდენტის თავისუფლების მედლით – ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი სამოქალაქო პირებისთვის. მან კანდიდატებს უწოდა „დიდი ლიდერები, რომლებმაც ამერიკა და მსოფლიო უკეთესი გახადეს,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯილდო მიენიჭათ, სხვათა შორის, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, ბიზნესმენებსა და ფილანთროპებს ჯორჯ სოროსს, ტიმ გილსა და დევიდ რუბენსტაინს, ანთროპოლოგ ჯეინ გუდოლს, ფეხბურთელ ლიონელ მესის და კალათბურთელ მეჯიქ ჯონსონს, მუსიკოს ბონოს, მსახიობებს მაილ ჯეი ფოქსსა და დენზელ უოშინგტონს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს ანა უინთორს, მოდელ რალფ ლორენს.
19-დან ოთხს ჯილდო სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. ესენი არიან 1968 წელს მოკლული ყოფილი გენერალური პროკურორი რობერტ კენედი; პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციაში საბინაო მშენებლობის მინისტრი, 1973 წელს გარდაცვლილი ჯორჯ რომნი; სამოქალაქო აქტივისტი ფანი ლუ ჰეიმერი, რომელიც 1979 წელს გარდაიცალა, და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”