საზოგადოებრივ მაუწყებელთან განახლდა მოქალაქეების პროტესტი

მოძრაობის “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციები გაიმართება 5 და 6 იანვარსაც.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერებას შეეხებოდა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მრავალათასიანი აქციები დაიწყო.
აქციების მონაწილეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ხელახალი ს დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა დემონსტრანტების დარბევის და პოლიციის მხრიდან მათზე და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, აქციების მოთხოვნას პასუხისმგებელი პირების დასჯა დაემატა.
პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლების პარალელურად დემონსტრანტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იკრიბებოდა და პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიებს და მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვდა.
ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – “პირველი არხი” „საგანგებო ეთერის“ ფორმატში საღამოს გარკვეულ დროს უთმობს როგორც პროევროპული აქციების მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს

შალვა პაპუაშვილი – მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა, სკოლას ამთავრებს ისე, რომ ნატო-ს მხრიდან გვაქვს მხოლოდ სიტყვები, საქმე კი არ გაკეთებულა – განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს

შალვა პაპუაშვილი – თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეც რეკლამა გამოდის – ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება