გიორგი გიგაშვილი:
ნანის 90. 
ეს იყო წარმოუდგენელი ბედნიერება. ამის ნაწილი რომ ვიყავი. ნაწილი რომ ვიყავი რაღაც ისტორიაზე მეტის, მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ნანის. ფრაზა, ბგერა, მელოდია, კულტურა, სილაღე. ყველაფერი რაც დღეს ვიცი, როგორც ვუკრავ ან ვმღერი, უდიდესი წვლილია მისი.
რა ხალხთან ერთადაც ვიდექი სცენაზე, ჩემს ყველაზე საყვარელ მუსიკოსებთან, ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად. ამ პროექტზე ვინც იმუშავა, მათ უდიდესი მადლობა – მარინას, თეოს, ნინოს, გერსიკას და ა.შ.
მაგრამ ამ ხალხის ერთად თავმოყრა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ერთი ადამიანი გაგვაერთიანებდა – ნანი.
ნანის ხმაზე უნდა გაიზარდოს ჩვენს მერე თაობებიც. და ასეც იქნება, მჯერა.
———
ამ სიზმრისნაირი რეალობისგან გამოღვიძებულს მხვდება, რომ ვახო სანაია ფეისბუქ პოსტის გამო 14 დღე დააპატიმრეს. გუშინ კონცერტზეც, რამდენიმე ადამიანი შევნიშნე, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. მეტიც, თანამშრომლობს რეჟიმთან.
ხოდა, ვერ ვხვდები. ჩვენი მიზანი ხომ ,,ნანის საქართველოში” ცხოვრებაა?!
ღირსეული, დემოკრატიული, ნიჭიერი, ლაღი და თავისუფალი, სიბოროტისგან და შურისგან დაცლილი ადამიანების ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?
ხოდა დიდი უხერხულობა და უსამართლობაა, გასაბრაზებელია, როგორ შეიძლება ასეთი დიდი სიხარული, გუშინდელი წარმოუდგენელი ბედნიერება 1 წამში ჩაგაშხამოს ადამიანის ფეისბუქ პოსტის გამო დაპატიმრების ნიუსმა.
მაგრამ ასე იქნება დიდხანს, თუ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ჩვენს თავებში ძალა – ძალა ხმის ამოღების და ძალა მედგრად დგომის.
ძალა, რომ ვიბრძოლოთ ნანის საქართველოსთვის.




