ოთხ წელში აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ევროპაში 42.8 მილიარდი მ3 გაზი ჩაიტანა

გახსნიდან დღემდე TAP-ით იგივე ტრანსანატოლიური გაზსადენით თითქმის 43 მილიარდი მ3 გაზი გაიტანეს ევროპაში, – ამის შესახზებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, პარვიზ შაჰბაზოვი X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, მილსადენს წელიწადში 10 მლრდ მ3 გაზის გატარება შეუძლია.
“ოთხი წელია, რაც აზერბაიჯანმა ევროპაში TAP-ის მილსადენით ექსპორტი დაიწყო. ამ პერიოდში ჯამში 42.8 მილიარდი მ3 გაზია ევროპაში ექსპორტირებული. უშუალოდ ამ წელს 12.9 მილიარდი მ3 გაზის ექსპორტი მოხდა მცირე და გრძელვადიანი კონტრაქტებით”, – წერს სოცუიალურ ქსელში შაჰბაზოვი.
შეგახსენებთ, ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობა 2016 წლის მაისში დაიწყო, 878 კილომეტრი სიგრძის მილსადენის 108 კილომეტრი ზღვის ფსკერზე გაიყვანეს. TAP-ის ექსპლუატაცია 2020 წლის 15 ნოემბერს დაიწყო, იტალიაში პირველი აზერბაიჯანული გაზი კი 2020 წლის 31 დეკემბერს ჩავიდა.
აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში გატარებისთვის საქართველო გაზს იაფად იღებს, რომლის უდიდესი ნაწილი „ოფციური“ გაზია (გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის ყიდვა შეგვიძლია შეღავათიან ფასად). ამას გარდა, “ფიქსირებული” გაზიც მოგვეწოდება, ანუ, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ³ გაზს იღებს, მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად.